Wednesday, July 4, 2012
სული ღმერთს, გული სამშობლოს
4 აპრილს მოსწავლეები წავიყვანე მარტვილის მუზეუმში. აქ გაიმართა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის
ამბროსი ხელაიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.გამოფენილი იყო
პატრიარქის ცხოვრების ამსახველი ფოტოგრაფიები და პირადი ნივთები. მოსწავლეებმა ინტერესით
მოისმინეს გიდის მონათხრობი, დაუსვეს შეკითხვები ამბროსი ხელაიას ცხოვრებასთან დაკავშირებით.
Tuesday, July 3, 2012
ონიორე–ტობა–კაღუ
პროექტის
აღწერა:
პროექტის სახელი:
ონიორე–ტობა–კაღუ
პროექტის აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან და ნახავენ:
·
სოფელ
ბალდაში მდებარე ონიორეს, ტობას და კაღუს ჩანჩქერებს, აგრეთვე მოთენას მღვიმეს.
მონაწილეთა ასაკი:
·
15–18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში:
·
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ ბალდაში მდებარე
ღირსშესანიშნაობების შესახებ. შემდეგ შეაჯერებენ მოცემულ ინფორმაციას.
·
მოვაწყობთ ექსკურსიას, განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
1)
ლაშქრობის მოწყობა
2)
ძეგლების დათვალიერება
3)
სადილი, ცეკვა–თამაში, გართობა
4)
ექსკურსიის შეფასება
5)
შთაბეჭდილებების გაზიარება
მოსალოდნელი შედეგი,
რაც შეიძლება შეიქმნას:
·
მოსწავლეები დაათვალიერებენ აღნიშნულ ძეგლებს
·
შევქმნით ბლოგს
მოსალოდნელი სარგებელი
სხვებისთვის:
·
ჩვენს
მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სხვები გამოიყენებენ საჭიროებისამებრ (ბლოგიდან)
სამუშაო ენა:
ქართული
პროექტის შეფასება:
მოსწავლეთა მიერ დაწერილი შეფასებები
საგნებთან და
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·
გეოგრაფია:
გაეცნობიან ბუნების ძეგლებს
·
სპორტი:
მოაწყობენ ლაშქრობას ძეგლების დათვალიერების მიზნით
·
სამოქალაქო
განათლება: გარემოს დაცვა (სადილობის შემდეგ ნარჩენების აღება)
პროექტის ავტორი:
ზაზა მანია, ბალდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
პროექტის ბლოგი:
www.ahappythreefriends.blogspot.com
Thursday, February 9, 2012
თოვლის ბაბუა
კარგა ხნის შესვენების შემდეგ გთავაზობთ მორიგ პოსტს ბალდიდან. ამჯერად ჩვენი სკოლის ბავშვების შემოქმედების ნაყოფს – თოვლის ბაბუას გაგაცნობთ :)
თემური, შოთიკო, ირაკლი და ბექა დამეხმარნენ ბაბუს შექმნაში, რომელსაც ნიკოლოზი დავარქვით.
ეს კი მეორე დღეა. თოვლის ბაბუა მე და დათო მასწავლებელმა კიდევ უფრო გავალამაზეთ და სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ, მერე კი გუნდაობა გაჩაღდა, რომელზეც ცალკე პოსტში მოგახსენებთ.
Wednesday, November 9, 2011
ჭადრაკი
ფეხბურთი
ამასწინათ ჩემი მოსწავლეები ფეხბურთს თამაშობდნენ. მსაჯად კი დანიშნეს... დიახ, მე დამნიშნეს :). ახალ ამპლუას თავი მეტ–მაკლებად წარმატებით გავართვი თავი. ერთ–ერთმა გუნდმა კი მოიგო ანგარიშით 8–3. 

მინდვრის საფარი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო.
როგორც ხედავთ, ბალდის სტადიონი მწვანეშია ჩაფლული.
ერთ–ერთი სათამაშო მომენტი.
Monday, November 7, 2011
ფრენბურთი
ჩვენს სკოლას აქვს ფრენბურთის სათამაშო მოედანი, სადაც თავისუფალ დროს ვთამაშობთ ხოლმე. ხშირად ამინდი არ გვიწყობს ხელს.
Monday, October 31, 2011
პლანეტები და მოსწავლეები
My very educated mother just showed us nine planets, - პლანეტების თანმიმდევრობის დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზაა ინგლისურად. მისი ქართული ანალოგი არსად შემხვედრია, ამიტომაც ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე მოეფიქრებინათ, საქმეც გავუადვილე, პლუტონი ამოვიღე სიიდან. გთავაზობთ მათ მიერ მოფიქრებული ფრაზის რამდენიმე ვარიანტს.
1) მივდივარ, ვხედავ დიდ მინდორში იისფერ სულს უვლის ნისლი. (ქრისტინას ფრაზა)
2) მონადირე ვერ დადიოდა, მოწყენილი იჯდა, საშინლად ნდოდა ნადირობა. (ქეთი)
3) მივედი, ვკითხე და მიპასუხა, ის სულ უნდა ნადირობდეს პანდაზე.
საუკეთესოდ მეორე ფრაზა მივიჩნიე. ბავშვებს მსგავსი დავალება ძალიან მოეწონათ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობის დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზა შევადგენინო.
1) მივდივარ, ვხედავ დიდ მინდორში იისფერ სულს უვლის ნისლი. (ქრისტინას ფრაზა)
2) მონადირე ვერ დადიოდა, მოწყენილი იჯდა, საშინლად ნდოდა ნადირობა. (ქეთი)
3) მივედი, ვკითხე და მიპასუხა, ის სულ უნდა ნადირობდეს პანდაზე.
საუკეთესოდ მეორე ფრაზა მივიჩნიე. ბავშვებს მსგავსი დავალება ძალიან მოეწონათ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობის დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზა შევადგენინო.
Subscribe to:
Posts (Atom)









.jpg)

















