სასკოლო პროექტი: რა? სად? როდის?
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ინტელექტუალური
დონის ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტით მოსწავლეებს საშუალება
ეძლევათ გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, მოახდინონ საკუთარი ცოდნის რეალიზაცია.
მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 დღე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვები,
ფოტოაპარატი, სიგელები, საწერი კალმები, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები კენჭისყრით გაიყოფიან
სამ გუნდად, ღონისძიების დღეს ისინი მიუსხდებიან თითო მაგიდას. მათთვის წამყვანი თანმიმდევრობით
დასვამს 20 შეკითხვას, გუნდებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად აქვთ ერთი წუთი, რის შემდეგაც
მათ მიერ მოფიქრებული პასუხი ფურცელზე უნდა გადაიტანონ. ყველაზე მეტი სწორი პასუხის
მქონე გუნდი გამოცხადდება გამარჯვებულად, რომლის თითოეულ წევრს გადაეცემა სიგელები.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული ღონისძიება
დაეხმარება მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა მანია
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com
პროექტის მიმდინარეობა:
ღონისძიება ჩატარდა 2012 წლის 7 დეკემბერს. მოსავლეები
კენჭისყრის მიხედვით დაყვნენ სამ გუნდად (მტრედი, ტორნადო, „მერცხალი“) წამყვანი იყო
ზაზა მანია, შეკითხვების შედგენაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა პედაგოგებმა ზაზა
მანიამ, ნათია ჯანჯღავამ და კლარა შავდიამ. მონაწილეებს დავუსვით 20 შეკითხვა, თითო
სწორი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით. 12 სწორი პასუხით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა სახელწოდებით
„მტრედი“, მეორე-მესამე ადგილები 10-10 ქულით თანაბრად გაიყვეს გუნდებმა „ტორნადო“
და „მერცხალი“. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით. გამარჯვებულები
გახდნენ: გოჩა წულაია (კაპიტანი), ელენე წულაია, ციკოლია ბედისა, ირაკლი ცოკოლია, ნანა
წულაია, ელმირა წულაია. ღონისძიებაზე დამსწრე მასწავლებლების აზრის გათვალისწინებით,
შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში „ინტელექტის დღე“.
No comments:
Post a Comment