პროექტის სახელწოდება: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი
პროექტის მთავარი იდეა: ვიცნობდეთ დიდ მამულიშვილს.
პროექტის აქტუალობა: 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის
წლად არის გამოცხადებული. ბალდის საჯარო სკოლამაც თავი ვალდებულად ჩათვალა ღონისძიება
მიეძღვნა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესისთვის“.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის
ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებს, მის ღვაწლს
ქართველი ერის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე .
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული ლიტერატურის
საფუძველზე ისწავლიან წყაროებზე მუშაობას და უცხო ლიტერატურაზე დაყრდნობით ესეების
შექმნას, დაწერილ თხზულებებს კი თანატოლებს გააცნობენ, რითაც შეეჩვევიან აუდიტორიასთან
კომუნიკაციას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: წიგნები, სტატიები ინტერნეტში,
ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: ბალდის სკოლის ისტორიის მასწავლებლები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას დავყოფთ ეტაპებად (მაგალითად, ექვთიმეს ახალგაზრდობა,
მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიაში, არქეოლოგიური ექსპედიციები სამხრეთ საქართველოში და
ა.შ.). ამის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებთ სკოლის ბიბლიოთეკასა თუ ინტერნეტში მოძიებული
მასალის საფუძველზე შექმნან თხზულება, რომლებსაც თანატოლებს გააცნობენ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს განუვითარდება
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, ასევე
კომუნიკაციის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელები: ზაზა მანია (ისტორიის პედაგოგი)
ნინა შავდია (ისტორიის პედაგოგი)
ნინა შავდია (ისტორიის პედაგოგი)
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com
პროექტის მიმდინარეობა: ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგთა
ჯგუფმა ნინა შავდიას და ზაზა მანიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებს დასაწერად შევურჩიეთ ესეები. ესეები
შეეხებოდა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას. 1) ექვთიმეს ღვაწლი ქართული სიძველეების
შეგროვების საქმეში; 2) ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული საგანძურის მცველი; 3) ექვთიმეს
მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4) ექვთიმე თაყაიშვილის
არქეოლოგიური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთსა და კოლა არტაანში; აღნიშნულ თემებზე მათ მივუთითეთ სათანადო ლიტერატურა.
მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები თანატოლებს 27 თებერვალს სასკოლო ღონისძიებაზე გააცნეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთი დიდი მამულიშვილი ახლოს გაიცნეს.
No comments:
Post a Comment