Thursday, June 27, 2013

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი



პროექტის სახელწოდება: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი
პროექტის მთავარი იდეა: ვიცნობდეთ დიდ მამულიშვილს.
პროექტის აქტუალობა: 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად არის გამოცხადებული. ბალდის საჯარო სკოლამაც თავი ვალდებულად ჩათვალა ღონისძიება მიეძღვნა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესისთვის“.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან  მომენტებს, მის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე .
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული ლიტერატურის საფუძველზე ისწავლიან წყაროებზე მუშაობას და უცხო ლიტერატურაზე დაყრდნობით ესეების შექმნას, დაწერილ თხზულებებს კი თანატოლებს გააცნობენ, რითაც შეეჩვევიან აუდიტორიასთან კომუნიკაციას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: წიგნები, სტატიები ინტერნეტში, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: ბალდის სკოლის ისტორიის მასწავლებლები ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას დავყოფთ ეტაპებად (მაგალითად, ექვთიმეს ახალგაზრდობა, მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიაში, არქეოლოგიური ექსპედიციები სამხრეთ საქართველოში და ა.შ.). ამის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებთ სკოლის ბიბლიოთეკასა თუ ინტერნეტში მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნან თხზულება, რომლებსაც თანატოლებს გააცნობენ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს განუვითარდება ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების,  ასევე კომუნიკაციის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელები: ზაზა მანია (ისტორიის პედაგოგი)
                                                      ნინა შავდია (ისტორიის პედაგოგი)
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: borbolia777@gmail.com
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com


პროექტის მიმდინარეობა: ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგთა ჯგუფმა ნინა შავდიას და ზაზა მანიას ხელმძღვანელობით  მოსწავლეებს დასაწერად შევურჩიეთ ესეები. ესეები შეეხებოდა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას. 1) ექვთიმეს ღვაწლი ქართული სიძველეების შეგროვების საქმეში; 2) ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული საგანძურის მცველი; 3) ექვთიმეს მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4) ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთსა და კოლა არტაანში;  აღნიშნულ თემებზე მათ მივუთითეთ სათანადო ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები თანატოლებს 27 თებერვალს სასკოლო ღონისძიებაზე გააცნეს.  მოსწავლეებმა კიდევ ერთი დიდი მამულიშვილი ახლოს გაიცნეს. 

რა? სად? როდის?


სასკოლო პროექტი: რა? სად? როდის?
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, მოახდინონ საკუთარი ცოდნის რეალიზაცია.
მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი ცოდნის რეალიზებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვები, ფოტოაპარატი, სიგელები, საწერი კალმები, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები კენჭისყრით გაიყოფიან სამ გუნდად, ღონისძიების დღეს ისინი მიუსხდებიან თითო მაგიდას. მათთვის წამყვანი თანმიმდევრობით დასვამს 20 შეკითხვას, გუნდებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად აქვთ ერთი წუთი, რის შემდეგაც მათ მიერ მოფიქრებული პასუხი ფურცელზე უნდა გადაიტანონ. ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონე გუნდი გამოცხადდება გამარჯვებულად, რომლის თითოეულ წევრს გადაეცემა სიგელები.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა მანია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: borbolia777@gmail.com
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com


პროექტის მიმდინარეობა:
ღონისძიება ჩატარდა 2012 წლის 7 დეკემბერს. მოსავლეები კენჭისყრის მიხედვით დაყვნენ სამ გუნდად (მტრედი, ტორნადო, „მერცხალი“) წამყვანი იყო ზაზა მანია, შეკითხვების შედგენაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა პედაგოგებმა ზაზა მანიამ, ნათია ჯანჯღავამ და კლარა შავდიამ. მონაწილეებს დავუსვით 20 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით. 12 სწორი პასუხით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა სახელწოდებით „მტრედი“, მეორე-მესამე ადგილები 10-10 ქულით თანაბრად გაიყვეს გუნდებმა „ტორნადო“ და „მერცხალი“. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით. გამარჯვებულები გახდნენ: გოჩა წულაია (კაპიტანი), ელენე წულაია, ციკოლია ბედისა, ირაკლი ცოკოლია, ნანა წულაია, ელმირა წულაია. ღონისძიებაზე დამსწრე მასწავლებლების აზრის გათვალისწინებით, შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში „ინტელექტის დღე“.