Thursday, June 27, 2013

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი



პროექტის სახელწოდება: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი
პროექტის მთავარი იდეა: ვიცნობდეთ დიდ მამულიშვილს.
პროექტის აქტუალობა: 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად არის გამოცხადებული. ბალდის საჯარო სკოლამაც თავი ვალდებულად ჩათვალა ღონისძიება მიეძღვნა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესისთვის“.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან  მომენტებს, მის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე .
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული ლიტერატურის საფუძველზე ისწავლიან წყაროებზე მუშაობას და უცხო ლიტერატურაზე დაყრდნობით ესეების შექმნას, დაწერილ თხზულებებს კი თანატოლებს გააცნობენ, რითაც შეეჩვევიან აუდიტორიასთან კომუნიკაციას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: წიგნები, სტატიები ინტერნეტში, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: ბალდის სკოლის ისტორიის მასწავლებლები ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას დავყოფთ ეტაპებად (მაგალითად, ექვთიმეს ახალგაზრდობა, მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიაში, არქეოლოგიური ექსპედიციები სამხრეთ საქართველოში და ა.შ.). ამის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებთ სკოლის ბიბლიოთეკასა თუ ინტერნეტში მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნან თხზულება, რომლებსაც თანატოლებს გააცნობენ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს განუვითარდება ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების,  ასევე კომუნიკაციის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელები: ზაზა მანია (ისტორიის პედაგოგი)
                                                      ნინა შავდია (ისტორიის პედაგოგი)
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: borbolia777@gmail.com
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com


პროექტის მიმდინარეობა: ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგთა ჯგუფმა ნინა შავდიას და ზაზა მანიას ხელმძღვანელობით  მოსწავლეებს დასაწერად შევურჩიეთ ესეები. ესეები შეეხებოდა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას. 1) ექვთიმეს ღვაწლი ქართული სიძველეების შეგროვების საქმეში; 2) ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული საგანძურის მცველი; 3) ექვთიმეს მოღვაწეობა თბილისის გიმნაზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4) ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთსა და კოლა არტაანში;  აღნიშნულ თემებზე მათ მივუთითეთ სათანადო ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები თანატოლებს 27 თებერვალს სასკოლო ღონისძიებაზე გააცნეს.  მოსწავლეებმა კიდევ ერთი დიდი მამულიშვილი ახლოს გაიცნეს. 

რა? სად? როდის?


სასკოლო პროექტი: რა? სად? როდის?
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, მოახდინონ საკუთარი ცოდნის რეალიზაცია.
მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი ცოდნის რეალიზებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვები, ფოტოაპარატი, სიგელები, საწერი კალმები, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები კენჭისყრით გაიყოფიან სამ გუნდად, ღონისძიების დღეს ისინი მიუსხდებიან თითო მაგიდას. მათთვის წამყვანი თანმიმდევრობით დასვამს 20 შეკითხვას, გუნდებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად აქვთ ერთი წუთი, რის შემდეგაც მათ მიერ მოფიქრებული პასუხი ფურცელზე უნდა გადაიტანონ. ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონე გუნდი გამოცხადდება გამარჯვებულად, რომლის თითოეულ წევრს გადაეცემა სიგელები.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა მანია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: borbolia777@gmail.com
პროექტის ბლოგი: ahappythreefriends.blogspot.com


პროექტის მიმდინარეობა:
ღონისძიება ჩატარდა 2012 წლის 7 დეკემბერს. მოსავლეები კენჭისყრის მიხედვით დაყვნენ სამ გუნდად (მტრედი, ტორნადო, „მერცხალი“) წამყვანი იყო ზაზა მანია, შეკითხვების შედგენაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა პედაგოგებმა ზაზა მანიამ, ნათია ჯანჯღავამ და კლარა შავდიამ. მონაწილეებს დავუსვით 20 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით. 12 სწორი პასუხით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა სახელწოდებით „მტრედი“, მეორე-მესამე ადგილები 10-10 ქულით თანაბრად გაიყვეს გუნდებმა „ტორნადო“ და „მერცხალი“. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით. გამარჯვებულები გახდნენ: გოჩა წულაია (კაპიტანი), ელენე წულაია, ციკოლია ბედისა, ირაკლი ცოკოლია, ნანა წულაია, ელმირა წულაია. ღონისძიებაზე დამსწრე მასწავლებლების აზრის გათვალისწინებით, შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში „ინტელექტის დღე“.  

Wednesday, July 4, 2012

ოქაჯე–მოთენა


ღონისძიების აღწერა:
ღონისძიების სახელი: ოქაჯე–მოთენა
ღონისძიების აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან და ნახავენ:
·         სოფელ ბალდაში მდებარე ოქაჯეს და მოთენას მღვიმეებს.
მონაწილეთა ასაკი:
·         10–12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  1 კვირა
ღონისძიების შესაძლო აქტივობები კლასში:
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ ბალდაში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ. შემდეგ შეაჯერებენ მოცემულ ინფორმაციას.
·         მოვაწყობთ ექსკურსიას, განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
1)      ლაშქრობის მოწყობა
2)      ძეგლების დათვალიერება
3)      სადილი, ცეკვა–თამაში, გართობა
4)      ექსკურსიის შეფასება
5)      შთაბეჭდილებების გაზიარება
მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება შეიქმნას:
·         მოსწავლეები დაათვალიერებენ აღნიშნულ ძეგლებს
·         შევქმნით ბლოგს
მოსალოდნელი სარგებელი სხვებისთვის:
·         ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სხვები გამოიყენებენ საჭიროებისამებრ (ბლოგიდან)
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         გეოგრაფია: გაეცნობიან ბუნების ძეგლებს
·         სპორტი: მოაწყობენ ლაშქრობას ძეგლების დათვალიერების მიზნით
·         სამოქალაქო განათლება: გარემოს დაცვა (სადილობის შემდეგ ნარჩენების აღება)
ღონისძიების ხელმძღვანელი: ზაზა მანია, ბალდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელფოსტა: borbolia777@gmail.com
ღონისძიების ლინკი: www.ahappythreefriends.blogspot.com









მარტვილი–დიდი ჭყონი – სალხინო

 
ღონისძიების სახელი: მარტვილი–დიდი ჭყონი – სალხინო
ღონისძიების აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან და ნახავენ:
·         მარტვილის, დიდი ჭყონისა და სალხინოს ეკლესიებს, ასევე დადიანების სასახლეს.
მონაწილეთა ასაკი:
·         15–18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
ღონისძიების შესაძლო აქტივობები კლასში:
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ ბალდაში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ. შემდეგ შეაჯერებენ მოცემულ ინფორმაციას.
·         მოვაწყობთ ექსკურსიას, განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
1)      ექსკურსიის მოწყობა
2)      ძეგლების დათვალიერება
3)      ექსკურსიის შეფასება
4)      შთაბეჭდილებების გაზიარება
მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება შეიქმნას:
·         მოსწავლეები დაათვალიერებენ აღნიშნულ ადგილებს და ისტორიულ ძეგლებს
·         ექსკურსიის შთაბეჭდილება გამოქვეყნდება ბლოგზე
მოსალოდნელი სარგებელი სხვებისთვის:
·         ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სხვები გამოიყენებენ საჭიროებისამებრ (ბლოგიდან)
სამუშაო ენა: ქართული
ღონისძიების შეფასება: მოსწავლეთა მიერ დაწერილი შეფასებები
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         ისტორია: გაეცნობიან ისტორიულ ძეგლებს
·         სამოქალაქო განათლება: გარემოს დაცვა (სადილობის შემდეგ ნარჩენების აღება)
·         გეოგრაფია: დასათვალიერებელ ადგილებს მოძებნიან რუკაზე
ღონისძიების ხელმძღვანელი: ზაზა მანია, ბალდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
ავტორის ელფოსტა: borbolia777@gmail.com
ღონისძიების ბლოგი: www.ahappythreefriends.blogspot.com

სული ღმერთს, გული სამშობლოს

4 აპრილს მოსწავლეები წავიყვანე მარტვილის მუზეუმში. აქ გაიმართა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ამბროსი ხელაიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.გამოფენილი იყო პატრიარქის ცხოვრების ამსახველი ფოტოგრაფიები და პირადი ნივთები. მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს გიდის მონათხრობი, დაუსვეს შეკითხვები ამბროსი ხელაიას ცხოვრებასთან დაკავშირებით.




Tuesday, July 3, 2012

ონიორე–ტობა–კაღუ


                                               პროექტის აღწერა:
პროექტის სახელი: ონიორე–ტობა–კაღუ
პროექტის აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან და ნახავენ:
·         სოფელ ბალდაში მდებარე ონიორეს, ტობას და კაღუს ჩანჩქერებს, აგრეთვე მოთენას მღვიმეს.
მონაწილეთა ასაკი:
·         15–18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  1 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ ბალდაში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ. შემდეგ შეაჯერებენ მოცემულ ინფორმაციას.
·         მოვაწყობთ ექსკურსიას, განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
1)      ლაშქრობის მოწყობა
2)      ძეგლების დათვალიერება
3)      სადილი, ცეკვა–თამაში, გართობა
4)      ექსკურსიის შეფასება
5)      შთაბეჭდილებების გაზიარება
მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება შეიქმნას:
·         მოსწავლეები დაათვალიერებენ აღნიშნულ ძეგლებს
·         შევქმნით ბლოგს
მოსალოდნელი სარგებელი სხვებისთვის:
·         ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სხვები გამოიყენებენ საჭიროებისამებრ (ბლოგიდან)
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის შეფასება: მოსწავლეთა მიერ დაწერილი შეფასებები
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         გეოგრაფია: გაეცნობიან ბუნების ძეგლებს
·         სპორტი: მოაწყობენ ლაშქრობას ძეგლების დათვალიერების მიზნით
·         სამოქალაქო განათლება: გარემოს დაცვა (სადილობის შემდეგ ნარჩენების აღება)
პროექტის ავტორი: ზაზა მანია, ბალდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
ავტორის ელფოსტა: borbolia777@gmail.com
პროექტის ბლოგი: www.ahappythreefriends.blogspot.com








Thursday, February 9, 2012

თოვლის ბაბუა

კარგა ხნის შესვენების შემდეგ გთავაზობთ მორიგ პოსტს ბალდიდან. ამჯერად ჩვენი სკოლის ბავშვების შემოქმედების ნაყოფს – თოვლის ბაბუას გაგაცნობთ :)
თემური, შოთიკო, ირაკლი და ბექა დამეხმარნენ ბაბუს შექმნაში, რომელსაც ნიკოლოზი დავარქვით.




ეს კი მეორე დღეა. თოვლის ბაბუა მე და დათო მასწავლებელმა კიდევ უფრო გავალამაზეთ და სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ, მერე კი გუნდაობა გაჩაღდა, რომელზეც ცალკე პოსტში მოგახსენებთ.