ერთი კვირაა, რაც რუსთავი დავტოვე და მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში შევუდექი პედაგოგიურ მოღვაწეობას. აქ ერთი წელი მაინც დავრჩები. მოკლედ, რისი თქმა მინდა: სკოლის სამასწავლებლოში ვნახე გაყვითლებული გაზეთი კოლხეთის ფარი (სენაკი, 1997 წლის ივლისი), სადაც დაბეჭდილი იყო ბაბუას მეგრული სიმღერა შვილიშვილისადმი შედგენილი ერთასოიანი სიტყვებისაგან. წესით, ბლოგის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ჰოდა, ტექსტს აქვე გთავაზობთ:
ბოში მუჭოთ კ,
გვალო ბაბუს გ,
ჯვეში რინა შ,
ძიქვა აფუდუ შ.
ქგაშინენი ლ
ოჭკომალშენი წ.
შქირენქ დაუჭუ ჭ
დიდაქ ძუძუ ჩ.
– მეღუზი ნანა ტ,
ენავარა ძ.
გვალო ბაბუს გ,
ბოში მუჭოთ კ.
სიმღერის შინაარსი ასეთია: ბაბუა უყურებს შვილიშვილს და აგონდება თავისი ბავშვობა, ის გასაჭირი, რაც მან გადაიტანა. საბოლოო მხსნელად კი დედის ძუძუ მოევლინა. ბოლოს კი ბაბუა ალერსიანად მიმართავს თავის შთამომავალს.
თუ კიდევ ვიპოვე მსგავსი ნიმუშები, აუცილებლად შემოგთავაზებთ.