Wednesday, November 9, 2011

ჭადრაკი



სკოლაში გავხსენი ჭადრაკის წრე. მასში 30–ზე მეტი ბავშვია გაწევრიანებული. მეცადინეობებს კვირაში ორჯერ ვატარებ, თუმცა, ძალიან მიჭირს 30–თან ერთდროულად მუშაობა, წარმოიდგინეთ, ერთი დაფის გარშემო ერთდროულად ყველა როგორ უნდა დადგეს, რომ დაფა დაინახოს. ერთი სადემონსტრაციო დაფა მჭირდება :(. მიუხადავად ამისა, ჩემს შრომაში სასიკეთო ძვრებს ვხედავ, რაც ძალიან მახარებს.

ფეხბურთი

                    ამასწინათ ჩემი მოსწავლეები ფეხბურთს თამაშობდნენ. მსაჯად კი          დანიშნეს... დიახ, მე დამნიშნეს :). ახალ ამპლუას თავი მეტ–მაკლებად წარმატებით გავართვი თავი. ერთ–ერთმა გუნდმა კი მოიგო ანგარიშით 8–3. 
მინდვრის საფარი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო.


                                 როგორც ხედავთ, ბალდის სტადიონი მწვანეშია ჩაფლული.
ერთ–ერთი სათამაშო მომენტი.
                             

Monday, November 7, 2011

ფრენბურთი














ჩვენს სკოლას აქვს ფრენბურთის სათამაშო მოედანი, სადაც თავისუფალ დროს ვთამაშობთ ხოლმე. ხშირად ამინდი არ გვიწყობს ხელს.

Monday, October 31, 2011

პლანეტები და მოსწავლეები

My very educated mother just showed us nine planets, - პლანეტების თანმიმდევრობის დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზაა ინგლისურად. მისი ქართული ანალოგი არსად შემხვედრია, ამიტომაც ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე მოეფიქრებინათ, საქმეც გავუადვილე, პლუტონი ამოვიღე სიიდან. გთავაზობთ მათ მიერ მოფიქრებული ფრაზის რამდენიმე ვარიანტს.

1) მივდივარ, ვხედავ დიდ მინდორში იისფერ სულს უვლის ნისლი. (ქრისტინას ფრაზა)
2) მონადირე ვერ დადიოდა, მოწყენილი იჯდა, საშინლად ნდოდა ნადირობა. (ქეთი)
3) მივედი, ვკითხე და მიპასუხა, ის სულ უნდა ნადირობდეს პანდაზე.

საუკეთესოდ მეორე ფრაზა მივიჩნიე. ბავშვებს მსგავსი დავალება ძალიან მოეწონათ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობის დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზა შევადგენინო.

Wednesday, September 28, 2011

ერთასოიანი სიტყვებისაგან შედგენილი სიმღერა


ერთი კვირაა, რაც რუსთავი დავტოვე და მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში შევუდექი პედაგოგიურ მოღვაწეობას. აქ ერთი წელი მაინც დავრჩები. მოკლედ, რისი თქმა მინდა: სკოლის სამასწავლებლოში ვნახე გაყვითლებული გაზეთი კოლხეთის ფარი (სენაკი, 1997 წლის ივლისი), სადაც დაბეჭდილი იყო ბაბუას მეგრული სიმღერა შვილიშვილისადმი შედგენილი ერთასოიანი სიტყვებისაგან. წესით, ბლოგის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ჰოდა, ტექსტს აქვე გთავაზობთ:
ბოში მუჭოთ კ,
გვალო ბაბუს გ,
ჯვეში რინა შ,
ძიქვა აფუდუ შ.
ქგაშინენი ლ
ოჭკომალშენი წ.
შქირენქ დაუჭუ ჭ
დიდაქ ძუძუ ჩ.
– მეღუზი ნანა ტ,
ენავარა ძ.
გვალო ბაბუს გ,
ბოში მუჭოთ კ.
სიმღერის შინაარსი ასეთია: ბაბუა უყურებს შვილიშვილს და აგონდება თავისი ბავშვობა, ის გასაჭირი, რაც მან გადაიტანა. საბოლოო მხსნელად კი დედის ძუძუ მოევლინა. ბოლოს კი ბაბუა ალერსიანად მიმართავს თავის შთამომავალს.
თუ კიდევ ვიპოვე მსგავსი ნიმუშები, აუცილებლად შემოგთავაზებთ.

Wednesday, August 3, 2011

ბალდა


1. პროექტის სახელწოდება: ბალდა
2. პროექტის მთავარი იდეა: უკეთ გავიცნოთ სოფლის ისტორია, ეთნოგრაფია და კულტურა.
3. პროექტის აქტუალობა: სოფელს აქვს ხანგრძლივი ისტორია, აქ არის არაერთი კულტურის ძეგლი, რომლებიც სათანადოდ არ არის შესწავლილი. სოფელს გააჩნია ტურისტული პოტენციალი, რომელსაც პოპულარიზებას პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი გაუწევს.
4. პროექტის მიზნები:
5. მონაწილეთა ასაკი: 12-16 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს უკეთესად გაიცნობენ მშობლიური სოფლის ისტორიას, ეთნოგრაფიას და კულტურას.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ჟურნალი, კალამი, რვეული, დიქტოფონი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი,
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მშობლიური ბალდის უკეთ გაცნობის მიზნით წაიკითხავენ მის შესახებ არსებულ ლიტერატურას, ასევე სოფლის გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ისინი სურათს გადაუღებენ სოფელში არსებულ კულტურულ ძეგლებს, ჩაიწერენ სოფლის უხუცესებისგან სხვადასხვა ლეგენდებს და გადმოცემებს, ასევე მოიპოვებენ ინფორმაციას თანასოფლელების საქმიანობის შესახებ და, საერთოდ, რაც სოფლის ეთნოგრაფიას უკავშირდება. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია კი წიგნად გამოიცემა.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევის, ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის უნარებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა მანია
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: borbolia777@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: happythreefriends.blogspot.com